დიმიტრი მედვედევი - უკრაინას მხოლოდ ძალის ენა ესმის

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, „ბანდერისტულ უკრაინას“ მხოლოდ ძალის ენას ესმის და კიევს საერთაშორისო სამართალი არ ადარდებს.

„ბანდერისტულ უკრაინას“ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სასამართლოები არაფრად მიაჩნია. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, აუცილებელია „ევროპელი არამზადების“ მიერ განახლებული „ბანდერისტული“ ფლოტის განადგურება.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ აუცილებელია ევროპელი არამზადების მიერ განახლებული ბანდერისტული ფლოტის, მათ შორის საზღვაო დრონების, განადგურება“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისივე თქმით, საჭიროა სამხედრო ტვირთების გადამზიდავი სავაჭრო გემების, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება.

მედვედევის მტკიცებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენს საარბიტრაჟო სასამართლოს მუდმივი პალატის გადაწყვეტილება მყარ მატერიალურ საფუძველს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად