თაზო დათუნაშვილი - შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იანვრიდან 105 ათასით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ან ხელოვნურად იღებდნენ დახმარებას, ან კობახიძემ გადაწყვიტა, შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანები შეამციროს - ორივე შემთხვევას პოლიტიკური პასუხისმგებლობა სჭირდება

საქართველოში რეგისტრირებულია 605 033 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელიც იღებს სოციალურ სახელმწიფო შემწეობას. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 105 ათასი ადამიანით შემცირდა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველების 100 ათასით შემცირება ასე მოკლე დროში ნიშნავს რამდენიმე რაიმეს, პირველი: ეს ადამიანები ხელოვნურად იყვნენ დამატებულები, ან ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და შემწეობაზე დამოკიდებულები არიან, შეამციროს.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს სოციალური სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, სოციალური დახმარების სისტემას მთლიანად პოლიტიკური დღის წესრიგის სამსახურში აყენებს. 2026 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 605 033 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელიც იღებს სოციალურ სახელმწიფო შემწეობას. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 105 ათასი ადამიანით შემცირდა, ხელისუფლება მათი რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებაზე საუბრობს. კობახიძემ თავად აღიარა რომ 2022 წლიდან დღემდე, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე 376 მილიონი ლარი დაიხარჯა და 30 ათასი ე.წ. სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ ასობით მილიონი ლარი გაიფლანგა ისე, რომ სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით შედეგი არ მიგვიღია.

ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ბიუჯეტის საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინსტრუმენტად კი არა, პარტიულ რესურსად განიხილავს. მძიმე აღსაქმელია და მარტივი პოლიტიკური პასუხი სჭირდება ამ ყველაფერს.

სოციალურად დაუცველების 100 ათასით შემცირება ასე მოკლე დროში ნიშნავს რამდენიმე რაიმეს, პირველი: ეს ადამიანები ხელოვნურად იყვნენ დამატებულები, ხელოვნურად იღებდნენ დახმარებას, პოლიტიკური ნიშნით, კორუფციული თუ ასე შემდეგ, ან ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და შემწეობაზე დამოკიდებულები არიან, ისინი შეამციროს და უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდოს.

პირველ და მეორე შემთხვევაშიც ამას შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა სჭირდება. პირველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მეორე შემთხვევაში კი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ 100 ათასი მოქალაქისადმი, რომელსაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. ამას ემატება 30 000-კაციანი მოგონილი სახელმწიფო დასაქმების პროგრამა. ჯამში, ვიღებთ, „ქართულ ოცნებას“ 15 წლის თავზე, რომელმაც ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეების გადასახადები გაფლანგა და ბიუჯეტი არამიზნობრივად ხარჯა“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა