ნინო წილოსანი - რაც რადიკალურ ოპოზიციას ძალიან კარგად გამოსდის, ეს არის ერთმანეთის დაჭმა - იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკუთარ თავს დაისამარებენ

რადიკალურ ოპოზიციას რაც ძალიან კარგად გამოსდის, ეს არის ერთმანეთის დაჭმა - იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ისინი საკუთარ თავს დაისამარებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არაფერი აერთიანებთ, გარდა ძალაუფლების წყურვილისა და ამ ქვეყნის ხელში ჩაგდებისა.

“რადიკალური ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, გარდა იმისა, რომ მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დიდი სურვილი აქვთ. როდესაც ამ საერთო მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა უკვე ყველა პატარა დეტალზე აქვთ განხეთქილება. ძალიან კარგად აჩვენებს, რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას. მათ არაფერი აერთიანებთ, გარდა ძალაუფლების წყურვილისა და ამ ქვეყნის ხელში ჩაგდებისა, რომ შემდეგში ის სისაძაგლეები აკეთონ, რასაც 9 წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს აკეთებდნენ. რაც ძალიან კარგად გამოსდით, ეს არის ერთმანეთის დაჭმა და ამას ვადევნებთ ახლა თვალს. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ისინი საკუთარ თავს დაისამარებენ,” - განაცხადა წილოსანმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება