ნინო წილოსანი - სეგრეგირებულ ევროკავშირს ქმნიან - ვეტო არ არის უბრალოდ ხმაურიანი განცხადება, ეს არის წევრი სახელმწიფოს უფლება

როგორც ვხედავთ, სეგრეგირებულ ევროკავშირს ქმნიან - ვეტო არ არის უბრალოდ ხმაურიანი განცხადება, ეს არის წევრი სახელმწიფოს უფლება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება არ ექნება.

მისივე თქმით, “ევროკავშირმა საკუთარ ღირებულებებზე, ფასეულობებზე და პრინციპებზე უარის თქმა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა დაიწყო, თუმცა ალბათ, ჯერ ყველაფერი წინაა”.

“ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა ისინი განიხილავენ ევროკავშირში ახალი წევრების მიღებას ისეთი უუფლებო სტატუსით, როგორიცაა ვეტოს უფლება. ვეტო არ არის უბრალოდ ხმაურიანი განცხადება, ეს არის წევრი სახელმწიფოს უფლება. როგორც ვხედავთ, მიღებული ახალი წევრების კიდევ უფრო მეტად შევიწროებას ვადევნებთ თვალს. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად არც არის ცნობილი, როდის გაფართოვდება ევროკავშირი და როდის მიეცემათ კანდიდატ სახელმწიფოებს გაწევრიანების საშუალება, როგორც ვხედავთ, ახლა ისინი სეგრეგირებულ ევროკავშირს ქმნიან - ერთი ნაწილი არის უფლებით და კონკრეტული პრივილეგიებით, ხოლო მეორე ნაწილი სრულიად უუფლებოა, თუმცა აქვთ უამრავი ვალდებულება და სხვა წევრების მხრიდან კრიტიკის მიღების ვალდებულება,” - განაცხადა წილოსანმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში