ხაშურში ორი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულს განზრახ მკვლელობისთვის, მის ძმას კი მკვლელობაში დახმარებისთვის ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ხაშურში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში დაეხმარა მისი ძმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე ავტომანქანით მიიყვანა, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვაში დაეხმარა.

„ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს ბრალდება 25, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად