ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შევხვდი და მოსაზრებები გავცვალეთ ჩვენს ლიდერებს შორის დაგეგმილი კონტაქტების წინ. სახელმწიფო მდივანს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება მივულოცე. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეთანხმება რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ აღვნიშნე პრეზიდენტ ზელენსკის მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შექმნის შესაძლებლობას, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევა გააქტიურდეს“, - წერს სიბიგა X-ზე.

ასევე, სიბიგას თქმით, რუბიოსთან სამშვიდობო პროცესის საკითხი განიხილა და მას რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„უკრაინის ხედვა გავუზიარე იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ასევე, სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია მივაწოდე ბრძოლის ველზე უკრაინის ბოლოდროინდელი წარმატებებისა და შორი მოქმედების „სანქციების“ შესახებ. ძალის მეშვეობით მშვიდობის მიღწევისკენ მზარდ დინამიკას ვხედავთ და ჩვენ აშშ-ის ძლიერ ლიდერობასა და ჩართულობას ვეყრდნობით“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში