შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე - არაერთხელ ითქვა, რომ დამხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ - დაფიქრდნენ ის ადამიანები, ვინც პარლამენტში არიან, გახარია მათ დასცინის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია საკუთარი პარტიის დეპუტატებს დასცინის. კერძოდ, პაპუაშვილი გამოეხმაურა ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის დარეგისტრირებას, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს აღდგენას ითვალისწინებს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ გახარიას გუნდის პარლამენტის წევრები საკუთარ თავს აზიანებენ, პარტია და გახარია კი ისედაც დაზიანებულია.

„რაც შეეხება გახარიას პარტიას - არაერთხელ ითქვა, რომ დამხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. დაფიქრდნენ ის ადამიანები, ვინც პარლამენტში არიან. გახარია მათ დასცინის. ეს ადამიანი [გიორგი გახარია] სწორედ დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტების გამო არის ბრალდებული. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არასწორად მოხდა მაშინ პროცესის მართვა, რის შედეგადაც ადამიანები დაზიანდნენ. ეს ადამიანები ამ თემით უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის აქტუალიზებას ახდენენ. ან მაზოხისტები არიან და სიამოვნებთ რომ მათზე ისაუბროს ყველამ, ან უბრალოდ, მათ გახარია ასულელებთ, იყენებს. ამ თემების წამოწევით პირდაპირ დასცინის. სამწუხაროდ, საკუთარ თავს აზიანებენ კონკრეტულად ეს ადამიანები, ვინც პარლამენტში არიან, თორემ პარტია და გახარია ისედაც დაზიანებულია, არაფერი ეშველებათ," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში