შალვა პაპუაშვილი - როგორც კი რუსეთის ჯარი საქართველოს დატოვებს, ყველა წინაღობა მოიხსნება - თუ ვინმეს სურს კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სხვა ურთიერთობის აღდგენა, იციან, სად არის პრობლემის სათავე და როგორც კი ეს აღმოიფხვრება, ყველა შედეგიც გამოსწორდება

თუკი ვინმეს სურს კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სხვა ურთიერთობის აღდგენა, იციან, სად არის პრობლემის სათავე - როგორც კი რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობის ყველა წინაღობა მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის საქართველოში ვიზიტზე და მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, როგორც კი პრობლემის სათავე აღმოიფხვრება, ყველა თანმდევი შედეგიც გამოსწორდება.

„არ ვიცი, ვინ სად იმყოფებოდა. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს საქართველო.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას - ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადია. ყველა ურთიერთობა იქნება, მათ შორის, კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, როდესაც მოხდება საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის ერთადერთი წინაღობა, რომელიც დგას ქართულ-რუსულ ურთიერთობების აღდგენაში. საქართველოს დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება - როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება, რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობის ყველა წინაღობა მოიხსნება. თუკი ვინმეს სურს კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სხვა ურთიერთობის აღდგენა, იციან, სად არის პრობლემის სათავე. როგორც კი პრობლემის სათავე აღმოიფხვრება, ყველა თანმდევი შედეგიც გამოსწორდება," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოიმ განაცხადა, რომ „კულტურას რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია“.

რუსული მედიის ცნობით, შვიდკოი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო.

„მიმაჩნია, რომ კულტურა ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნდობის ის ატმოსფერო აღადგინოს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ადრე იყო. ხალხები ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვიან. ჩვენ შორის ძალიან ღრმა კავშირებია“, - განაცხადა მიხაილ შვიდკოიმ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება