ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს აცნობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ უმაღლეს საბჭოში, მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონის მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს, რასაც გუნდთან ერთად ერთობლივი მუშაობით მიაღწევს.

მან ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, დაწყებულ და სამომავლო პროექტებზე, მათ შორის მაგისტრალური გზების მშენებლობაზე, ახალი სკვერების მოწყობაზე, არდაგანის ტბის რეაბილიტაციაზე, შადრევნების გამოცვლასა და ბულვარის რეაბილიტაციაზე.

მისი თქმით, მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება, რაც გონიოს ბათუმთან დააკავშირებს. მან განსაკუთრებული ყურადღება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გაამახვილა. პატარაძის თქმით, ამ მიმართულებით სამომავლოდ ბიუჯეტი გაიზრდება.

ამ წუთებში რეგიონის პირველ პირს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები შეკითხვებით მიმართავენ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში