აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრი დავით თედორაძე - მზია ამაღლობელი კრიმინალია - ნუ სპეკულანტობთ, თითქოს თავისუფალი მედია იზღუდება, პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია!

მზია ამაღლობელი კრიმინალია, - ეს განცხადება „ქართული ოცნების” წევრმა აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით თედორაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

იგი გამოეხმაურა პარტია “გახარია-საქართველოს” წევრის, ნინო ჩხეტიას კითხვას, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძისგან ითხოვდა შეფასებას ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით.

“მზია ამაღლობელი კრიმინალია, დავარქვათ სათქმელი. ნუ სპეკულანტობთ, თითქოს იზღუდება თავისუფალი მედია. პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია”, - განაცხადა სხდომაზე დავით თედორაძემ.

თავად პატარაძეს ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვისთვის ჯერ არ უპასუხია.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში