„საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯართის ყიდვა-ჩაბარებით იყო დაკავებული და დავით ფერაძეს არ იცნობს

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირის, ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯართის ყიდვით და ჩაბარებით იყო დაკავებული, ის რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს არ იცნობს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყებაში ერთი თვის წინ გამოკითხეს. ნიკოლაიშვილი დაკავებულს სუს-ში დღეს მოინახულებს.

„გამოძიება როდის დაიწყო, ვერ გეტყვით, რადგან საქმის მასალები არ გადმოუციათ, ვიდრე ბრალს არ წაუყენებენ. გამოკითხვაზე, დაახლოებით 1 თვის წინ იყო. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში ჯართის ჩაბარებაზე მუშაობდა, თავისი კომპანია ჰქონდა, კითხვები იყო, კავშირი ჰქონდა თუ არა რკინიგზის ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა პიროვნებებს უსახელებდნენ, მე მგონი, ერთ-ერთი დავით ფერაძეც იყო. არათუ ურთიერთობა, ნაცნობობაც არ აკავშირებს, როგორც თვითონ ამბობს... ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯართს ყიდულობდა და აბარებდა, ეს იყო დაახლოებით, 5-6 წლის წინ, კოვიდის პერიოდში“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

დავით ფერაძე სს "საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში