ვოლოდიმირ ზელენსკი - „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრი თვლის, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა უნდა მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ვერ ხედავენ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების სურვილს და მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა სანქციებით უნდა აიძულონ.

უკრაინული მედიის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ ზელენსკიმ მედიას განუცხადა, რომ გაერთიანებაში შემავალი ყველა ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ „დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანა (და ეს დღეს ჩვენი სამიტის დროსაც დადასტურდა), სრულად უჭერს მხარს უკრაინას. ყველა ქვეყანამ დაგმო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ჩვენს ხალხზე, ლავრაზე. ყველა გმობს ამას. ყველა თვლის, რომ ომი უნდა შეწყდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ლოგიკურია. ყველას მიაჩნია, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება, მაგრამ უნდა ვაიძულოთ, პირველ რიგში, სანქციების გზით. ყველა ქვეყანამ ისაუბრა ამაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ იმუშავებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და რომ გაერთიანების წევრი ქვეყნები მომავალ ზამთარში უკრაინას დაეხმარებიან, თუ რუსეთთან ომი გაგრძელდება.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში