ზურაბ პატარაძე მზია ამაღლობელის საქმეზე - სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველამ უნდა ვცეთ პატივი კანონს - ჩვენ ვემორჩილებით სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებას

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ყველამ უნდა ვცეთ პატივი კანონს, - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში “გახარია -საქართველოსთვის” წევრს, ნინო ჩხეტიას, რომელიც გამოცემა “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით პოზიციას ითხოვდა.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებაა.

“რაც შეეხება მზია ამაღლობელის საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ყველამ უნდა ვცეთ პატივი კანონს, და რა თქმა უნდა, სასამართლო ხელისუფლებას.

ჩვენ ვერ შევალთ დანარჩენ დეტალებში, ვინაიდან, ეს არის სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება და ჩვენ რა თქმა უნდა, ვემორჩილებით სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებას”, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ამის შემდეგ, ნინო ჩხეტიამ ზურაბ პატარაძეს მიმართა, მიაჩნია თუ არა სწორად მზია ამაღლობელის სასჯელი, რაზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ საკითხი სამართლებრივი პროცესის ნაწილია.

“ქალბატონო ნინო, მესმის თქვენი პათოსი, მეტს ვერ ვიტყვი, ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ეს საკითხი სამართლებრივი პროცესის ნაწილია”, - აღნიშნა პატარაძემ.

ცნობისთვის, ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობასთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 2025 წლის 11 იანვარს შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში