„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, 17 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, გულუას ქუჩა N4-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯივიპის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, სამუშაოების 17 ივნისის საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 ივნისს, საღამოს 22:00 საათიდან 18 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში - გულუას, დავითაშვილის, ცოლიკაურის, ჟორდანიას, გორგასლის ქუჩებს ჩიხებით და შესახვევებით

ისნის რაიონში - დოდაშვილის, წულაძის, ბერი გაბრიელ სალოსის და ჰორბრუკის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.