პრემიერ-მინისტრი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რისი კიდევ ერთი დადასტურებაც ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანაა.

„საუბარი შეეხო თანამშრომლობას ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას და ამ მიმართულებით მოქმედ 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ”, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში