ცოტნე ანანიძე - მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ყველაზე მეტად ოპოზიციური რადიკალური ჯგუფებია

„სილა გააწნა ხელისუფლებას“ - ასე შეფუთვა პირველ რიგში, იმ ადამიანების ინტერესებს ემსახურება, რომლებსაც ხელისუფლების ჩამოგდება უნდათ, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მედიასთან დავაკებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა „რადიკალურ ოპოზიციას“ აწყობდა.

“მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა ყველაზე მეტად, ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფებია, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას. „სილა გააწნა ხელისუფლებას“ - ასე შეფუთვა, პირველ რიგში, ემსახურება ადამიანების ინტერესებს, რომლებსაც ხელისუფლების ჩამოგდება უნდა. სხვათა შორის, სასამართლომ გადააკვალიფიცირა მუხლი, როცა 4-დან 7 წლამდე იყო, ახლა თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ორ წლამდეა. თქვენ გახსოვთ ჩემი და სახალხო დამცველის პოზიციები, აღმკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ადამიანები, ვინც თითქოს მზია ამაღლობელის გულშემატკივრები არიან, ყოველთვის სარგებლობენ ამით, ან მოუწოდებენ ევროპარლამენტარებს, რაც შეიძლება მეტი რეზოლუცია მიიღონ იმისთვის, რომ ხელისუფლება თითქოს დააზიანონ”, - აღნიშნა ანანიძემ და მიმართა ჟურნალისტს:

„ხელისუფლებისთვის სილის გაწვნა არის? კითხვას კითხვაზე დაგიბრუნებთ, ადამიანზე ხელის გარტყმა შეიძლება შეფასდეს ხელისუფლებისთვის სილის გარტყმად? - არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც ხელისუფლებით ყველა კმაყოფილია? აშშ, საფრანგეთი და ესპანეთი? თქვენ გეკითხებით“.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება