ლევან მახაშვილი - ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია - ვისაუბრეთ რა ნაბიჯებია სამომავლოდ გადასადგმელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით

ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის ინფორმაციით, ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ურთიერთობების განახლებას უზრუნველყოფს.

"ჩვენ გვიმასპინძლა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად გვქონდა გაფართოებული შეხვედრა, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ძალიან სიღრმისეულად, ყველა იმ პრობლემატიკაზე, რაც არის გასული თვეების განმავლობაში საქართველოში, მაგრამ, ასევე - მომავალთან დაკავშირებით: რა ნაბიჯებია სამომავლოდ გადასადგმელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

"ასევე, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე - შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით და არის ამისი სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ასევე, დაგეგმილია შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ლუქსემბურგში და გვქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვესაუბრა, რათა, როდესაც აღნიშნული ვიზიტი განხორციელდება, ის იყოს შესაბამისად მომზადებული და შესაბამისი შედეგებით", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად