ზურაბ პატარაძე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე - თუ სადმე იყო გადაცდომები, მოჰყვა შესაბამისი რეაგირება - უდანაშაულობის პრეზუმფციაც ხომ არსებობს

ვნახეთ კადრები და ინფორმაცია, თუ სადმე იყო გადაცდომები, იქ მოყვა შესაბამისი რეაგირება, ის ადამიანები იყვნენ დაკავებულები, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„უდანაშაულობის პრეზუმფციაც ხომ არსებობს, შესაბამისად, იქ სადაც გამოძიებას შესაძლებლობა აქვს და მინიმალური შანსი არის დადგინდეს, დაუყოვნებლივ არის რეაგირება, თქვენ ხედავთ, სადაც არის შესაძლებლობა, იქ სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულად რეაგირებენ”,- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ისაუბრა დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმეზე.

“ჩვენ ნამდვილად ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, თქვენს პოლემიკაში ვერ მოგყვებით, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, თუ ვინმეს აქვს სხვა მოსაზრება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში და შესაბამისი რეაგირება იქნება, თქვენ შეიძლება ადამიანურ კონტექსტში მესაუბროთ, ყველა ადამიანები ვართ და გვესმის ადამიანური მოცემულობა, თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოა და არის კანონი, კანონს ვერავინ გავექცევით, ჩვენ ვემორჩილებით კანონმდებლობას, შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში