ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ზელენსკის - ისტორია დავწერეთ - თქვენ და უკრაინელი ხალხი არაჩვეულებრივ ძალისხმევას იღებთ ბრძოლის ველზე და რეფორმებზე, მას შედეგი მოაქვს - ვითარება უკრაინის სასიკეთოდ იცვლება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინასთან დაკავშირებით იდენტურ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.

ევროპელი ლიდერები მიმართავენ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს, რომ ისინი არაჩვეულებრივ ძალისხმევას იღებენ ბრძოლის ველზე და რეფორმებზე, რომელსაც შედეგი მოაქვს ყველა კუთხით, ვითარება უკრაინის სასიკეთოდ იცვლება.

“ევროკავშირი გვერდში გიდგათ, ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს, ხვალ, რამდენიც საჭირო იქნება.

გუშინ ისტორია დავწერეთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფუნდამენტებზე პირველი კლასტერის გახსნით.

და 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების სესხის პირველი ტრანში გარდაუვალია, რომელსაც ძლიერი ფოკუსი ექნება დრონებსა და თავდაცვით შესაძლებლობებზე.

თქვენ და უკრაინელი ხალხი არაჩვეულებრივ ძალისხმევას იღებთ. ბრძოლის ველზე და რეფორმებზე. მას შედეგი მოაქვს, ყველა მხრივ. ვითარება უკრაინის სასიკეთოდ იცვლება”, - წერენ კოშტა და ფონ დერ ლაიენი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში