ვოლოდიმირ ზელენსკი - ვფიქრობ, ხვალ კიდევ შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს

ვფიქრობ, ხვალ კიდევ ცალკე შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდიშვიდეულის სამიტზე” უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენი გუნდები დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა დონეზე. და გააგრძელებენ შეხვედრებს, ბევრი მნიშვნელოვანი ტექნიკური შეხვედრა გველის, კერძოდ ბრიტანელებთან. ვფიქრობ, ხვალ კიდევ ცალკე შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს 16 ივნისს “დიდი შვიდეულის” სამიტის ფარგლებში. ეს ზელენსკისა და ტრამპის პირველი პირადი შეხვედრა იყო თითქმის 4 თვის განმავლობაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში