„დიდი შვიდეული“ - ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე - გავამკაცრებთ სანქციებს

ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, გაერთიანებულები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ ურყევ მხარდაჭერაში, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას უკრაინის მოსახლეობის მიმართ, რომელიც განიცდის თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვაქებთ უკრაინას ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე მისი მდგრადობისა და პროგრესისთვის და ხაზს ვუსვამთ, რომ ახლა ახალი იმპულსი შეინიშნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად საჭიროა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების, დამატებითი სისტემებისა და რაკეტების მიწოდების გაზრდა.

„ამ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად, ვეთანხმებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების, დამატებითი სისტემებისა და ჩამჭრელი რაკეტების, ასევე შორ მანძილზე დარტყმის საშუალებების მიწოდების გაზრდას. ასევე მზად ვართ განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს. ხაზს ვუსვამთ ენერგეტიკული მდგრადობის მნიშვნელობას უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ვთანხმდებით, რომ ქვეყანას დამატებითი მხარდაჭერა გავუწიოთ, რათა მან მომავალი ზამთარი წარმატებით გადაიტანოს. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში, გავამკაცრებთ სანქციებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს. მიგვაჩნია, რომ ახლა არის შესაფერისი დრო დამატებითი ზომების მისაღებად, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და რომელმაც ხელი შეუწყო ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“