ანდრეი სიბიგა - „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში ტონისა და შეფასებების დადებითი ცვლილება შეინიშნება

მივესალმებით „დიდი შვიდეულის“ მტკიცე განცხადებას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის ახალ ნაბიჯებს მოიცავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაში შეინიშნება „ტონისა და შეფასებების“ დადებითი ცვლილება.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ტონისა და შეფასებების პოზიტიური ცვლილება, ასევე მათი უფრო მჭიდრო თანხვედრა უკრაინასა და „დიდ შვიდეულში“ ჩვენ მოკავშირეებს შორის. მივესალმებით ასეთ ერთიანობას და სიძლიერეს. „დიდი შვიდეული“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიები ერთიანად დგანან უკრაინის გვერდით და უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის აღდგენის მიმართ ერთგულები არიან“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელსაც უკრაინა ძალიან აფასებს.

„ასევე გულწრფელად მადლიერები ვართ „დიდი შვიდეულის“ მიმართ მისი მზადყოფნისთვის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის თავდაცვისუნარიანობის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ავლენს მზადყოფნას, ჩაერთოს კეთილსინდისიერ დიპლომატიაში, საჭიროა არსებული ბერკეტების გამოყენება მოლაპარაკებების მაგიდასთან მის მისაყვანად. ერთად უფრო ძლიერი ვართ“, - წერს სიბიგა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“