გიგა ლემონჯავა - ელენე ხოშტარიას პოლიტიკური პოზიციაა, რომ ის არავის, მათ შორის, პენიტენციურ სამსახურს არაფერს სთხოვს - მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს

ელენე ხოშტარიას პოლიტიკური პოზიციაა, რომ ის არავის, მათ შორის, პენიტენციურ სამსახურს არაფერს სთხოვს - რეჟიმის წარმომადგენლები სრულად ფლობენ ინფორმაციას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ ადეკვატური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გაწევაზე,- ამის შესახებ პარტია „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა უკანონოდ, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში. მისი პოლიტიკური პოზიციაა, რომ ის არავის, მათ შორის, პენიტენციურ სამსახურს არაფერს სთხოვს, თუმცა ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქამდე განვითარებულ და მომავალში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. რეჟიმის წარმომადგენლები სრულად ფლობენ ინფორმაციას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ ადეკვატური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გაწევაზე.

ჩვენი მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. აგრეთვე, რეჟიმის მხილება, რომელიც უდიერად ექცევა ადამიანების ჯანმრთელობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, როგორც ელენე ხოშტარიას, აგრეთვე სხვა პოლიტიკური პატიმრების და ზოგადად პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული ადამიანების შემთხვევაში.

ელენეს საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ელენეს აქტიურობა სოციალურ ქსელში, მისი ინტენსიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან წერილების მეშვეობით, მისი ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს პარტნიორებთან წერილობითი კომუნიკაციით, არ ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა მწყობრშია, ეს ნიშნავს, რომ იგი არა მარტო არ ეგუება რუსულ რეჟიმს, არამედ არ ეპუება მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობას. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ მის ხელთ არსებული ყველა მეთოდით, ციხის პირობებშიც.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს.

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“,- აღნიშნა ლემონჯავამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად