ირაკლი ჭეიშვილი - ახალი არაფერი უთქვამს ნიკოლოზ სამხარაძეს, შუამავლობა ითხოვა, რომ დიალოგის პროცესი განახლდეს - სად წაიკითხეთ, რომ დათმობებზეა საუბარი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე?!

არაფერი პოზიცია არ იცვლება, დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით - ახალი არაფერი უთქვამს ნიკოლოზ სამხარაძეს, შუამავლობა ითხოვა, რომ დიალოგის პროცესი განახლდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ.

ჭეიშვილი განმარტავს, რომ საუბარია არა დათმობებზე არამედ, დიალოგზე.

„არაფერი პოზიცია არ იცვლება. ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით. არაერთხელ განვაცხადეთ, არაერთხელ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენ ცალმხრივად ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში. ევროკავშირისთვის კარი არ გამოგვიკეტავს, პირიქით მოხდა. აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი უთქვამს ნიკოლოზ სამხარაძეს. შუამავლობა ითხოვა, რომ დიალოგის პროცესი დაიძრას, განახლდეს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ. ჩვენ ჩვენი მტკიცებულებები, არგუმენტები გვაქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის მიღება და სამომავლოდ რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს ევროკავშირთან ამ კანონის ფონზე. აქედან გამომდინარე, არაფერი ახალი არ უთქვამს. ჩვენ ყოველთვის ვართ მზად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეგვიძლია დისკუსია და მსჯელობა გავმართოთ.

დათმობებზე არ არის საუბარი, საუბარია დისკუსიაზე, დიალოგზე ნებისმიერი კანონის ირგვლივ გამჭვირვალობის იქნება თუ სხვა. სად წაიკითხეთ რომ დათმობებზეა საუბარი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე?!" - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში.

"ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით," - განაცხადა სამხარაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“