კახა კალაძე - A კატეგორიის ტაქსის 1 000-ზე მეტი უვადო ნებართვის მფლობელი აგრძელებს სანებართვო პირობების უგულებელყოფას და არ იხდის ნებართვის გაცემის საფასურს - მოვუწოდებ მათ, გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებართვა გაუქმდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს ნებართვა გაუუქმდებათ, რაც აღდგენას აღარ დაექვემდებარება.

„ჩვენ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. მიუხედავად ამისა, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელის მიერ კვლავ გრძელდება სანებართვო პირობების უგულებელყოფა. ისინი კვლავ არ იხდიან ნებართვის გაცემის საფასურს და წინა თვეების დაგროვილ დავალიანებასთან ერთად, ყოველდღიურად ემატებათ შესაბამისი ოდენობის თანხა. რა თქმა უნდა, ჩვენ ლიცენზიის ყველა მფლობელს ვუგზავნით შესაბამის ტექსტურ შეტყობინებას პირად ნომერზე და აქვთ ინფორმაცია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ნებართვების გაუქმება, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ აღდგება. არავის უხარია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სხვანაირად შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, საუბარია პირებზე, რომელთაც A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის ფასი 2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე არ გადაიხადეს და კვლავ აგრძელებენ პირობების დარღვევას. უწყების ცნობით, მათ მიმართ პერიოდულად იგზავნება წერილობითი გაფრთხილება, ასევე, ინფორმაცია მიეწოდებათ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, რათა შეასრულონ ნებართვის პირობები - წინააღმდეგ შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა დაეკისრებათ, რასაც საბოლოოდ ნებართვის გაუქმება მოჰყვება.

„ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობისთვის პირველადი ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, შემდეგ ხდება გასამმაგება და ჯარიმა განისაზღვრება 300 ლარით. თუ პირი ისევ არ გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 900 ლარი გახდება. თავის მხრივ, აღნიშნული ჯარიმების კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მათ დაეკისრებათ საურავები გამოწერილი ჯარიმების ორმაგი ოდენობით“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად