სერბეთის პირველ ლედის, თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის, თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კულტურული პროგრამის ფარგლებში, პირველი ლედები კახეთს ეწვივნენ, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს.

„თამარ ბაგრატიონმა სერბ კოლეგას რეგიონის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, უნიკალური ეთნოგრაფიული საგანძური და ქართული ხელოვნების ნიმუშები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერიც მოინახულა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ კულტურულ და სულიერ კავშირებს“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად