ირაკლი ზარქუა - არანაირი უკან დახევა არ იქნება, „გამჭვირვალობის კანონმა“ და „ფარამ“ შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა

„გამჭვირვალობის კანონს“ არ გავიწვევთ, ეს კანონი ჩვენს ქვეყანას სჭირდება - არანაირი უკან დახევა არ იქნება, „გამჭვირვალობის კანონმა“ და „ფარამ“ შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა, ნებისმიერ ევროპულ თუ არაევროპულ კეთილმოსურნეს აუხსნას, რისთვის იქნა მიღებული „გამჭვირვალობის კანონი“.

„ჩვენ მაშინაც ვთქვით და ახლაც ვამბობთ, რომ მზად ვართ, ვისაც აქვს ინტერესი და სურვილი, ავუხსნათ ამ კანონის მნიშვნელობა, რატომ იქნა მიღებული. ამას გულისხმობს ბატონი სამხარაძე. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ევროპულ თუ არაევროპულ კეთილმოსურნეს ავუხსნათ, „გამჭვირვალობის კანონი“ რისთვის იქნა მიღებული. თუ ექნებათ საპირისპირო არგუმენტები, ჩვენ მოვისმენთ და ვიმსჯელებთ.

არანაირი უკან დახევა არ იქნება, იმიტომ რომ „გამჭვირვალობის კანონმა“ და „ფარამ“ შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილიც კი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მიიღონ. საქართველოს კი „აშავებდნენ“, აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ ამ კანონის გამო. ახლა თურმე ყველასთვის აუცილებელი ყოფილა ეს კანონი.

„გამჭვირვალობის კანონი“ მნიშვნელოვანია. ის მოქმედებს და მომავალშიც ასე იქნება. ვინმეს თუ კითხვა აქვს, მზად ვართ ამ თემაზე ვისაუბროთ, არგუმენტირებულად ავუხსნათ, თუ რატომ იქნა ეს კანონი მიღებული.

უკან დახევა რა შუაშია?! ამ კანონს არ გავიწვევთ, იმიტომ რომ ეს კანონი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში.

„ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით," - განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად