კანადის პრემიერ-მინისტრი - უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია უფრო რეალისტური ხდება

უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია უფრო რეალისტური ხდება, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მარკ კარნის განცხადებით, ბოლო 36 საათის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შვიდი თუ რვა საუბარი ჰქონდა და სხვადასხვა თემა, მათ შორის ირანის, ლიბანისა და უკრაინის საკითხები განიხილა.

„უკრაინის შესახებ საუბრებში აშშ-ის პოზიციის ცვლილება შეიმჩნევა, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო რეალისტურია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, ომის შესაძლო შედეგისა და რუსეთის მარცხის პერსპექტივის გათვალისწინებით“, - განაცხადა კარნიმ.

კარნის თქმით, „რისკები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ტონის ცვლილება თამაშის წესების შემცვლელი ფაქტორია“.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად