მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, 20 ივლისის ჩათვლით, MyCellfie აპში, „სელფის“ სპორტული ვიქტორინა გაიმართება

მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, 20 ივლისის ჩათვლით, MyCellfie აპში, შეგიძლია მიიღო მონაწილეობა „სელფის“ სპორტულ ვიქტორინაში. მონაწილეობა სრულიად უფასოა და სამი გამარჯვებული სუპერპრიზით, PS5-ით დაჯილდოვდება!

როგორ ჩავერთო თამაშში?

  1. შედი MyCellfie აპლიკაციაში
  2. აირჩიე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
  3. გაიარე ავტორიზაცია შენი ნომრითა და ერთჯერადი SMS კოდით

მნიშვნელოვანია: თითოეულ ნომერზე დასაშვებია მხოლოდ ერთი პროფილის შექმნა. მანიპულაციის ან რამდენიმე ანგარიშის გახსნის მცდელობა გამოიწვევს გათამაშებიდან დაბლოკვას.

პრიზები და თამაშის წესები:

სელფის სპორტული ვიქტორინა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და პრიზის მოგება ყოველდღეა შესაძლებელი:

  • ყოველდღიური მატჩები: გააკეთე სწორი პროგნოზი, მატჩების წინა დღეს, ყოველდღიურ თამაშებზე და მიიღე 200 MB ინტერნეტი ყოველ სწორ პასუხზე
  • მთავარი პროგნოზი: აირჩიე ვინ გახდება წელს მსოფლიო ჩემპიონი და მიიღე 5GB ინტერნეტი 1 თვით, მსოფლიოს დასრულების შემდეგ. სწორი პასუხი დამატებით 500 ქულასაც მოგიტანს.

ქულების დაგროვება და მთავარი მარათონი:

ყოველდღიური პროგნოზებით (მიუხედავად იმისა, გამოიცნობ თუ არა) აგროვებ ქულებს:

  • გამოცნობის შემთხვევაში: 20-დან 500 ქულამდე
  • არასწორი პროგნოზებით მოიგებ: 5-დან 50 ქულამდე
  • ქულების ოდენობა დამოკიდებული იქნება მატჩის კვალიფიკაციაზე. მაგ: ჯგუფურ ეტაპზე, სწორი პროგნოზი დაჯილდოვდება 20 ქულით, ხოლო არასწორი 5-ით. ნახევარფინალში კი სწორი პასუხი 300 ქულას მოგიტანს, არასწორი - 50-ს.

ფინალური ჯილდოები ტოპ-მოთამაშეებისთვის:

ვიქტორინის დასრულებისას, რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულის მქონე მომხმარებლები დასაჩუქრდებიან:

  • ტოპ-3 ლიდერი საჩუქრად მიიღებს Sony PlayStation 5-ს.
  • ტოპ-10 ლიდერი მიიღებს 1-წლიან სრულად ულიმიტო პაკეტს (ყველაფერი ულიმიტო).

თუ რამდენიმე მომხმარებელს თანაბარი ქულა დაუგროვდება, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც უფრო ადრე დარეგისტრირდა და ჩაერთო თამაშში.

დამატებითი პირობები:

  • ინტერნეტ პრიზები ნომერზე ავტომატურად დაგერიცხება მატჩის დასრულებიდან 48 საათში. მოგებული ბონუსების ქეშად კონვერტაცია ან სხვა ფორმით გაცვლა დაუშვებელია.
  • PlayStation 5-ის მისაღებად, გამარჯვებული უნდა ეწვიოს სელფის ცენტრალურ ოფისს პირადობის მოწმობითა და სათამაშოდ გამოყენებული ნომერით.

👉 მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! - Cellfie

ინფორმაციას კომპანია „სელფი“ ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად