ნიკა გვარამია - ელენე ხოშტარიას, „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა - დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ინვალიდიზაცია

ელენე არის ძალიან ცუდად! რამდენიმე კვირაა უკვე ეს ვიცით და არ გვაძლევდა საჯაროდ სიტყვის დაძვრის უფლებას. არ მგონია, რომ ეს სწორია, მაგრამ ელენე ასეთია და ვერაფერს იზამ - მისი ძალაც ამაშია: სიხისტემდე მისულ პრინციპულობაში და უგამონაკლისო თანმიმდევრულობაში,- ამის შესახებ ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად ზიანდება და მას ეს „ქართულმა ოცნებამ“ უკანონო პატიმრობასთან ერთად მიუსაჯა.

„დღეს უკვე შეუძლებელია დუმილი და მის ადვოკატს აუცილებლად უნდა ეთქვა, რაც სათქმელია - ბოლო-ბოლო, პროფესიული ეთიკა და ადამიანური სინდისი მოითხოვს ამას.

დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინვალიდიზაცია (იმედია, კორექტულად ვიყენებ ამ სიტყვას). ქალისთვის, ცოლისთვის, 4 შვილის დედისთვის, აქტიური პოლიტიკოსისა და დაუდგრომელი, მუდმივად მოქმედებაში მყოფი ადამიანისთვის, ეს უმძიმესი ვითარებაა.

ფაქტობრივად, ელენეს „ქართულმა ოცნებამ“, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. აქ შემიძლია ბევრი ვილაპარაკო იმაზე, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომ არავის არ შერჩება, რომ ელენეს საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულო და საჩქაროა, მაგრამ ვაპირებ ვთქვა ის, რისთვისაც დაუღალავად და მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვიბრძოლებ:

თავისუფლება ელენეს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და სინდისის პატიმრებს!

და კი: ნამდვილად არავის არ შერჩება!“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“