„ჯივიპის“ ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერტიფიკატი მოიპოვა

„ჯივიპის“ ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერტიფიკატი მოიპოვა. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგამოცდო ლაბორატორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მაღალი პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.

„ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა სსტ ისო/იეკ 17025 მოთხოვნების შესაბამისი ყოველწლიური შეფასების პროცესი, რომელიც მიმდინარე წლის 11-12 ივნისს ჩატარდა და ყოველგვარი შეუსაბამობის გარეშე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, გარე აუდიტის მიმდინარეობისას, ლაბორატორიაში არცერთი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა, რაც სისტემის სწორი მენეჯმენტისა და გაზომვების ვალიდურობის მონიტორინგის დამსახურებაა.

ლაბორატორიული შედეგების სიზუსტესა და სანდოობას განსაკუთრებით განამტკიცებს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებებში რეგულარული მონაწილეობა. ამჯერად, „ჯივიპის“ საგამოცდო ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო ავტორიტეტული საერთაშორისო პროვაიდერის, ERA - ს მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში (რაუნდი WP 375), რომელიც წყალში ქლორორგანული პესტიციდების განსაზღვრას ეხებოდა.

აღნიშნულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 947 ლაბორატორია მონაწილეობდა. გამოგზავნილ საკონტროლო ნიმუშში „ჯივიპის“ ლაბორატორიამ 20 ქლორორგანული პესტიციდი განსაზღვრა, 100%-იანი, უტყუარი შედეგი აჩვენა და ERA-სგან ოფიციალურად მიიღო Laboratory of Excellence აღიარება.

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო აღიარება და უმაღლესი მაჩვენებლები ლაბორატორიის გუნდის თავდადებული შრომის, მაღალი კვალიფიკაციისა და Aqualia-სა და „ჯივიპის“ მენეჯმენტის მუდმივი მხარდაჭერის შედეგია, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას სტაბილურად შეინარჩუნოს მომსახურების უმაღლესი ხარისხი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად