ანა ბუჩუკური - მრავალშვილიან ქალს პოსტერის დაზიანების გამო სიცოცხლის რისკს რომ უქმნის სახელმწიფო და თან თავს იმით იმართლებს, რომ ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც ჰქონდა, ეს არის აღიარება, რომ განზრახ წირავ ადამიანს!

მრავალშვილიან ქალს პოსტერის დაზიანების გამო სიცოცხლის რისკს რომ უქმნის სახელმწიფო და თანაც თავს იმით იმართლებს, რომ ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც ჰქონდა, ვიცოდი და მაინც გამოვკეტეო - კი, ზუსტად ამაშია საქმე! ეს არის აღიარება, რომ განზრახ წირავ ადამიანს! - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

„მრავალშვილიან ქალს, პოსტერის დაზიანების გამო სიცოცხლის რისკებს რომ უქმნის სახელმწიფო, და თანაც თავს იმით იმართლებს, რომ ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც ჰქონდა, ვიცოდი და მაინც გამოვკეტეო - კი, ზუსტად ამაშია საქმე! ეს არის აღიარება, რომ განზრახ წირავ ადამიანს!

ელენეს ჯანმრთელობას და შვილებთან მალე დაბრუნებას ვუსურვებ! – წერს ბუჩუკური.

ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად