მეუფე ზენონი - ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ რუსეთის თავდასხმის შესახებ კიევ-პეჩორის ლავრაზე - გვწამს, სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს

კიევ-პეჩორის ლავრის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში განსაკუთრებული ტკივილით აღიქმება ყველა იმ ადამიანის მიერ, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესიის სიწმინდეები - გვწამს, სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის ზენონის მიერ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც რუსეთის მიერ კიევ-პეჩორის ლავრაზე თავდასხმას ეხება.

როგორც დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი წერს, რწმენა, იმედი და სიყვარული ყოველთვის აღემატება ძალადობას, ნგრევასა და სიძულვილს.

„მის უნეტარესობას ეპიფანეს,

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს

უნეტარესო,

ღრმა მწუხარებითა და გულისტკივილით შევიტყვეთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული უპილოტო საჰაერო თავდასხმის შესახებ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეზე კიევ-პეჩორის ლავრაზე.

კიევ-პეჩორის ლავრა მხოლოდ უკრაინელი ერის სულიერი საგანძური არ არის; იგი მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიული მემკვიდრეობის, მონოზვნური ტრადიციისა და ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია.

ამ სიწმინდის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში განსაკუთრებული ტკივილით აღიქმება ყველა იმ ადამიანის მიერ, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესიის სიწმინდეები, ისტორიული მეხსიერება და ის მრავალსაუკუნოვანი სულიერი ღვაწლი, რომელსაც ეს წმინდა სავანე დღემდე ინახავს.

ამ მძიმე ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა, სოლიდარობა და ლოცვითი თანადგომა. ვევედრებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს - წმინდა ორანტას, „კიევის ურღვევ კედელს“,- თავისი საფარველი გადააფაროს განსაცდელში მყოფ უკრაინას, განამტკიცოს მისი მორწმუნე ერი და მალე მოანიჭოს ქვეყანას სამართლიანი და მყარი მშვიდობა.

გვწამს, რომ სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს. რწმენა, იმედი და სიყვარული ყოველთვის აღემატება ძალადობას, ნგრევასა და სიძულვილს.

გისურვებთ უფლის შეწევნასა და მფარველობას თქვენ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მთელ უკრაინელ ხალხს.

ღრმა პატივისცემითა და ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით ზენონი, დმანისისა და აგარაკ - ტაშირის მთავარეპისკოპოსი”,- აღნიშნულია წერილში.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“