კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი გიორგი ველიჯანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი გიორგი ველიჯანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „გლობალმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, სოფიო ბაბუციძე აცხადებს, ველიჯანაშვილს ორი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, უგრძელდება მკურნალობა ზოგად ქირურგიულ განყოფილებაში, დღეს განმეორებითი კვლევების ჩატარება იგეგმება. კვლევის პასუხების მიღების შემდეგ გადაწყვეტს ქირურგი მისი კლინიკიდან გაწერის ალბათობას.

პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას კრიტიკულად მძიმე იყო, მას აღენიშნებოდა ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდისა და წვივის არეში, ჩაუტარდა ოპერაცია, როგორც მუცლის ღრუზე, კონკრეტულად ღვიძლი იყო დაზიანებული, ღვიძლის სამი სეგმენტის გაკერვა ანუ ჰეპატორაფია, ასევე ჩაუტარდა დიდი წვივის ძვალზე ოპერაცია გარე საფიქსაციო მოწყობილობის გამოყენებით. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის სიმძიმეს შეესაბამება. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ბაბუციძემ.

ცნობისთვის, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე, ნიკა ქარელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 პირი, მათ შორის, ნიკა ქარელაშვილი დაიჭრა. ორი მათგანი, გიორგი ველიჯანაშვილი და კიდევ ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ, ბრალდებულია, სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ნიკა ქარელაშვილს, ის შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც მე-7 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილ პირს, რომელიც სავარაუდოდ, ბრალდებულია, კლინიკა „ჰელსიკორშია“ მოთავსებული, სადაც მედიკოსები კომენტარს არ აკეთებენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად