საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს კანცელარიის ხელმძღვანელი სუბბუ რამეში და ადმინისტრაციული ასისტენტი მარინა იმერლიშვილი ესწრებოდნენ.

„საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურის და ინდოეთის კომპეტენტური ორგანოების მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და მისი გაღრმავების მზაობა გამოხატეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად