მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა თანამდებობის პირს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმთავრდება ვადა. სააკაშვილის განმარტებით, აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, „რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“.

„რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებს - ისინი იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს.

ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს.

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი.

ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა.

სხვა პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით ენმ არ არის არც ბიზნეს-პროექტი, არც 1 ადამიანის მართული პარტია. ის ქვემოდან ზემოთ იმართება მრავალრიცხოვანი სახალხო ბაზით და ამ მხარდამჭერების პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია.

ეს ყველაფერი აუცილებელია და გადაუდებელია, განსაკუთრებით ჩემი, „ხაბეს“, ირაკლი ნადირაძის და სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში.

ჩვენი და საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია!“- წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად