ევროპარლამენტი - მოვუწოდებთ უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას ბლოკადა ივანიშვილისა და „ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე - მოვუწოდებთ საბჭოს, შეისწავლოს კოლექტიური მექანიზმები, თუ ერთსულოვნება შეუძლებელია

ევროპარლამენტი მის მიერ მიღებულ ანგარიშში უნგრეთის ახალ მთავრობას მოუწოდებს, მოხსნას წინამორბედის მიერ დაწესებული ბლოკადა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, “ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.

“პირების, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, ასევე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და მედიასაშუალებების თანამონაწილე მფლობელების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

ევროპარლამენტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების მზარდი რაოდენობა აწესებს ინდივიდუალურ სავიზო აკრძალვებსა და სხვა სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მიჰყვნენ ამ მაგალითს;

იმეორებს მტკიცე მოწოდებას ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ და მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან;

გმობს პოლიტიკური რეპრესიების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროებისა და ოპოზიციური ფიგურების დევნისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების სისტემურ დაუსჯელობას”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აქვე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის რეაგირება დღემდე არაადეკვატური და დაგვიანებულია საქართველოში ავტორიტარული კონსოლიდაციის დაჩქარების გათვალისწინებით.

“ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, სასწრაფოდ მიიღონ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ხელშემწყობი პირის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციების სიების გაფართოება, აქტივების ყოვლისმომცველი გაყინვა და სავიზო აკრძალვა, რომლებიც მიმართული იქნება სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას მისი წინამორბედის მიერ დაწესებული ბლოკადა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე; მოუწოდებს საბჭოს, შეისწავლოს კოლექტიური მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც ერთსულოვნება შეუძლებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის ეფექტური და ერთიანი რეაგირება“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად