ხათუნა თოთლაძე - მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი - ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას

საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ვადასტურებ მიდგომას, რომელიც არ შეცვლილა - ჩვენ, როგორც საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყება მზად ვიყავით და ვართ, ნებისმიერ დროს ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებით , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატის სოფიო ხორგუანის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

აქვე თოთლაძემ აღნიშნა, რომ მათ შორის ადამიანის უფლებების მიმართულებით დიალოგზე ქართული მხარე მზად იყო, თუმცა მისივე თქმით, “სამწუხაროდ, სხვადასხვა მოსაზრებების გამო თავად ევროკავშირმა შეიკავა თავი ქართული მხარის იმ არგუმენტების მოსმენისგან, რომელიც მრავლად არსებობს“.

“პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განმარტება, თუ რას ემსახურება. ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული ეს კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თოთლაძემ პარლამენტის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი გააცნო. საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა, რომელიც 2021-2025 წლებს მოიცავს, მიმდინარე წლის იანვარში, ჟენევაში გაიმართა.

საქართველოს მიმართ 307 რეკომენდაცია გაიცა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქედან საქართველომ 159 რეკომენდაციას დაუჭირა მხარი.

თოთლაძის თქმით, საქართველო მხარს არ უჭერს 148 რეკომენდაციას, მათ შორის არ იღებს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციისგან და ასევე იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან ლოიალობის გამო საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ.

ხათუნა თოთლაძის განცხადებითვე, საქართველო ასევე მხარს არ უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც სახელმწიფოს ან უკვე შესრულებული აქვს ან შესრულების პროცესშია, აგრეთვე მხარს არ უჭერს რეკომენდაციებს, რომლებიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“