პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი - ელენე ხოშტარიას უკვე გაწეული აქვს კვლევის შემდგომი კონსულტაცია - დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის განცხადებით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტის სამედიცინო მოსახურებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატის ბრალდებას, თითქოს პენიტენციურ სამსახურს ორი თვის წინ გადაეცა თურქი ექიმების რეკომენდაცია, პატარაძის თქმით, ეს მტკნარი სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკლებლივ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საჭიროებისამებრ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისები.

რაც შეეხება კონკრეტულ მსჯავრდებულს, დღეს მისმა ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე. ეს წერილი, რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. ამის შემდეგ, უკვე 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. დღეს როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს შესაბამისი კვლევის შემდგომი კონსულტაცია. რა თქმა უნდა, უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა", - განაცხადა პატარიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ელენე ხოშტარიას უფლებადამცველებს წერილობით პასუხი დაუყოვნებლივ გადაეცათ.

,,დღეს ბრიფინგზე მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ გავრცელდა მორიგი მტკნარი სიცრუე ვითომ, დაახლოებით ორი კვირის წინ მათ მოგვმართეს წერილით და დღემდე არ აქვთ მიღებული პასუხი მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი მტკნარი სიცრუე. მათ 3 ივნისს მიმართეს №5 პენიტენციურ დაწესებულებას და უკვე დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მათ პასუხი გაეგზავნათ №5 პენიტენციური დაწესებულებიდან. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად