პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს და მათ კითხვებს უპასუხეს

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. პროკურორებმა შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის, ფოთის N7, ხობის N2, ზუგდიდის N2, სენაკის N3 საჯარო სკოლებსა და მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ გამართეს.

პროკურატურის ცნობით, პროკურორებმა მოსწავლეებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

„ასევე, მათ დეტალურად ისაუბრეს ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი საქმიანობის მხარდაჭერა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვა.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს, რაზეც პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო კამპანიას აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად