ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილი ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა მოინახულა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, ხაბეიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ევროსაბჭოს წამების ევროპული კომიტეტის (CPT) წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ადვოკატის ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემები იყო ხაბეიშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდებები მისი გატაცების, შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და, მისი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის შესახებ.

„დღეს, პოლიტპატიმარი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა. ხაბეიშვილთან საუბარი შეეხო მის გატაცებას, წამებასა და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას.

წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი, ევროსაბჭო დაინტერესებულია საქართველოში იყოს სამართლიანობა და ადამიანის უფლებები დაცული“,- აცხადებს ადვოკატი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად