მიხაილ ფედოროვი - უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძული გახდება - რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება

უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძული გახდება, ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა YouTube არხ PRESSING-თან ინტერვიუში განაცხადა.

“დრონების მეშვეობით ყირიმის იზოლაცია ხდება. უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, ყირიმი კუნძული გახდება და ამან შესაძლოა, ძალიან მოულოდნელი შედეგები მოიტანოს რუსებისთვის. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია”,-განაცხადა ფედოროვმა.

მან აღნიშნა, რომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში უკრაინამ Middle Strike დრონები შეიძინა, რომლებითაც რეგულარულად ახორციელებს აზოვის რეგიონში დარტყმებს, 300%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის განმავლობაში.

“იმას, რაც მაშინ გავაკეთეთ, ახლა მოაქვს შედეგები… ლოგისტიკური ლოკდაუნის შესახებ გამოვაცხადეთ. ეს დამატებითი პირდაპირი საშუალებებია ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც Middle Strike დრონებს იყენებენ. ჩვენ, როდესაც ასობით ათასი Middle Strike დრონის შესყიდვას ვახორციელებთ, პარალელურად საშუალებებს ვაძლევთ ქვედანაყოფებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი სწრაფად გამოყენება და შესყიდვა.

ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება, რომელთანაც გამკლავება ძალიან რთულია. და ჩვენ შესაძლებლობების ეს ფანჯარა გვაქვს. ლოგისტიკა იჭრება, ყირიმი იზოლირებული ხდება. და ეს აღმოსავლეთზე აისახება. პირდაპირი კორელაცია არსებობს იმას შორის, თუ რამდენად ძლიერ დარტყმებს ვახორციელებთ ლოგისტიკაზე, და იმას შორის, თუ რამდენი საშტურმო ქმედება ხორციელდება პირველ ხაზზე”, - განაცხადა ფედოროვმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად