ანონსი 18 ივნისი

ანონსი  18 ივნისი

18 ივნისს, 11:00 საათზე, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, არსენ კუტალაძის ოჯახი და უფლებადამცველები სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს მიმართავენ და მთავრობის კანცელარიასთან სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: "გამოძიების ინერტულობა, მფარველები და გავლენები".

მის: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7

საკონტაქტოა: 599 291202

18 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 ივნისს, 11:30 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის ლიდერი, ლაშა ფარულავა, მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მის: ვაჟა ფშაველას 45, ტვ "ფორმულას" შენობა სართული - 3

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

18 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.