ელენე ხოშტარიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და მისი კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „დროას“ დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები მის კლინიკაში გადაყვანასა და მკურნალობის დაწყებას მოითხოვენ.

ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები და მეგობრები პენიტენციურ სამსახურთან იყვნენ შეკრებილები.

მხარდამჭერების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მათი განცხადებით, ხოშტარიას უჭირს თითების მოძრაობა და დამოუკიდებლად გადაადგილება დამხმარე ჯოხის გარეშე.

„ვინც ელენე ხოშტარიას იცნობს, ყველა მიხვდებოდა რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მან მოგვცა უფლება გაგვესაჯაროებინა და ღიად გველაპარაკა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ელენეს რამდენიმე წლის წინ დაუდასტურდა რამდენიმე ქრონიკული დიაგნოზი, მათ შორის, ერთ-ერთი წამყვანი არის რევმატული ართრიტი. მან მძიმე მკურნალობის კურსი გაიარა, რადგან მას ართრიტის მძიმე ფორმა ჰქონდა. რაც ის დაკავებულია, რამდენიმე თვეა დამძიმდა. დღეს ის არის ძალიან მძიმედ. მას ძალიან უჭირს თითების მოძრაობა, დამოუკიდებლად გადაადგილება დამხმარე ჯოხის გარეშე. ელენესგან ვიცი, რომ პენიტენციურის ექიმები ყველაფერს ცდილობენ, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. მაგრამ ეს ხდება სიმპტომური მკურნალობის დონეზე. ელენეს მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს და უფრო არ მოხდეს დაავადების პროგრესირება, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა კლინიკაში და მოხდეს მისთვის მკურნალობის დაწყება“, - განაცხადეს აქციაზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად