Reuters - ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შემდეგ რუსეთი აზიიდან ბენზინის იმპორტს იწყებს

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შემდეგ რუსეთი აზიიდან ბენზინის იმპორტირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში პირველად დაიწყებს ბენზინის საზღვაო გზით იმპორტირებას, რათა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შედეგად გაჩენილი დეფიციტი აანაზღაუროს.

Reuters-ის ცნობით, ბენზინი რუსეთის ერთ-ერთ დასავლეთ პორტში უნდა მიიტანონ აზიის ქვეყნიდან. წყაროებმა არ დააზუსტეს კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან იქნება ბენზინი. გასულ წელს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ბენზინის ჩინეთში, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში შეძენას განიხილავდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთმა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა საწვავის ბელარუსიდან იმპორტი. მოსკოვმა ასევე ბენზინი მოსთხოვა ყაზახეთს, მაგრამ არც ბელარუსს და არც ყაზახეთს არ გააჩნია საკმარისი სიმძლავრეები, რათა საგრძნობლად შეავსონ რუსული ბაზარი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად