აკაკი ბობოხიძე - თინა ბოკუჩავა ძალიან ეფექტური იყო საერთაშორისო ასპარეზზე - შეიძლება უკეთესიც კი იყოს, თუ მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა, საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი იქნება

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილი არ არის, ოღონდ კარგი იქნება, თუ ჯერ თავისი პარტიით დაკავდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, სურვილი აქვს, რომ თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება, თინა ბოკუჩავამ პოლიტიკას თავი არ დაანებოს, რადგან ძალიან ეფექტურია საერთაშორისო ასპარეზზე.

მიხეილ სააკაშვილი პირველ რიგში უნდა დაკავდეს საკუთარი პარტიის შესაძლებლობების მაქსიმუმთან მიახლოებით. როგორ მოახერხებს და მოახერხებს თუ არა, მომავალი გვაჩვენებს. მე ვიცი ერთი რამ, რომ თინა ბოკუჩავა იყო ძალიან ეფექტური საერთაშორისო ასპარეზზე. იმედი მაქვს, რომ იმ თავის შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ გამოავლენს. შეიძლება კარგიც კი იყო, უკეთესიც კი იყოს თუ მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა, უბრალოდ საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი იქნება.

ეს უბრალოდ სურვილია. ჩვენ არ გვყავს არცერთი ადამიანი. მე ძალიან გული მწყდება, მათ შორის ჩემს თანამებრძოლებზეც, რომელთაც ჰქონდათ უზარმაზარი შესაძლებლობები, კავშირები და 2020 წლის არჩევნების შემდეგ უბრალოდ გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან იმის მაგივრად, რომ თავიანთი პოლიტიკური შესაძლებლობები მოეხმარათ საქართველოს საკეთილდღეოდ. მე უბრალოდ სურვილს გამოვთქვამ, რომ თინა ბოკუჩავამ პოლიტიკას თავი არ დაანებოს, რადგან ძალიან ეფექტურია საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად