რუსული მედია - მოსკოვის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა - წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია "ტასი" ავრცელებს.

მოსკოვის ოლქში კერძო - Zlin Z42 - თვითმფრინავის ჩამოვარდნა ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ (როსავიაცია) კატასტროფად შეაფასა.

სააგენტოს ცნობით, მიზეზს სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი გამოიძიებს.

გამოძიება ჩატარდება „რუსეთის ფედერაციაში სამოქალაქო თვითმფრინავებთან დაკავშირებული საჰაერო შემთხვევებისა და ინციდენტების გამოძიების წესების“ შესაბამისად.

რუსული მედიის თანახმად, მიზანია ავარიის მიზეზის დადგენა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა