მედია - რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზა და სამხედრო საწყობი იწვის

რუსეთის როსტოვისა და ბელგოროდის რეგიონებში მდებარე სამიზნეებზე 18 ივნისის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც გუკოვოში ნავთობბაზასა და შებეკინოს მახლობლად მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი გამოიწვია.

ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებსა და როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

როსტოვის ოლქის გუკოვოს მაცხოვრებლების განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა და ხანძარი გაჩნდა. თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოების თანახმად, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე ნავთობბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია ნავთობის შესანახი რვა ავზი.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ გუკოვოში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, კომერციული დანიშნულების ორ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და დიზელის ლოკომოტივი დაზიანდა.

მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ბელგოროდის ოლქში, შებეკინოს მახლობლადაც. ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე დრონები დაფიქსირდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად