მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

მოსკოვის ოლქზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის დროს რამდენიმე დრონმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის ძალები აგრძელებენ მასშტაბური თავდასხმის მოგერიებას. რამდენიმე დრონმა მოახერხა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე მიღწევა“, -განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლება იღებს ზომებს დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად.

დრონის ფრაგმენტები სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის“ ტერიტორიაზე დაეცა. დაფიქსირდა მცირე დაზიანება. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის თქმით, ქალი დაშავდა, როდესაც დრონის ნამსხვრევები ელექტროსტალში კერძო სახლის სახურავზე დაეცა.

მისივე თქმით, დრონი ასევე მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს ჟუკოვსკში. დაზიანდა კერძო სახლები ქალაქებში ჩეხოვსა და პავლოვსკი პოსადში, დრონების ფრაგმენტები კრიუკოვოს დასახლებაში რამდენიმე აგარაკის ტერიტორიაზე დაეცა.

ასევე დაზიანდა ფიტნეს ცენტრი და ლიუბერცის სამრეწველო ზონაში მდებარე ობიექტი. ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის „ბელაია დაჩას“ სახურავს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რუსული მედიის ცნობით, დღეს დილით დედაქალაქთან მიახლოებისას 52 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვებია დაწესებული.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად