„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი მოიპოვა (ISO/IEC 27001:2022), რაც ადასტურებს, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა მონაცემთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ეფექტიან მართვაში.

ISO/IEC 27001:2022 ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია. მისი დანერგვა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო “ჯი-თი მოტორსისთვის”, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ გლობალურ ბრენდებს, როგორებიცაა BMW, MINI, BMW Motorrad, Land Rover, Jaguar, Ford და Suzuki. აღნიშნული სერტიფიკატის მიღება ასევე ნიშნავს, რომ კომპანია ეფექტიანად მართავს კიბერრისკებს, იცავს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების უწყვეტობასა და გამჭვირვალობას.

სერტიფიკატის მიღება ევროპული კორპორაციული სტანდარტების დანერგვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც თავის მხრივ კომპანიის მენეჯმენტისა და პროექტზე მომუშავე გუნდის რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგია. პროექტი საინფორმაციო უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია IO Consulting-ის მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ექსპერტული ჩართულობაც სერტიფიცირების პროცესში მნიშვნელოვანი იყო.

„ჯი-თი მოტორსი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიების, ციფრული სერვისებისა და ევროპული კორპორაციული სტანდარტების დანერგვაზე. სწორედ ამ პროცესის ნაწილია კომპანიის ახალი, ულტრათანამედროვე შოურუმის პროექტიც, რომლის მშენებლობა ამჟამად აქტიურ ფაზაშია. პროექტი ეფუძნება BMW Group-ის Retail.Next კონცეფციას - თანამედროვე მოდელს, რომელიც მომხმარებლის პერსონალურ გამოცდილებაზე, ციფრულ ჩართულობასა და პრემიუმ სერვისის ახალ სტანდარტზეა ორიენტირებული. კომპანიის მიერ საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა ამ მიმართულებით განვითარებასაც უკავშირდება, რაც ევროპულ ბიზნეს-პრაქტიკასთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯია.

(R)

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც